მაგიის მასწავლებელი!

Posted in Uncategorized on June 2, 2012 by mishossite

გაინტერესებს მაგია? მისის საფუძვლები, შელოცვები და რიტუალები? 
გაიგემეტი მაგიის შესახებ. აირჩიე შენი მაგიის მასწავლებელი.
ეწვიე vichoraot.wordpress.com

გაიღრმავე ცოდნა მაგიაში, გააკეთე სწორი არჩევანი.

მაგიის მასწავლებელი!

როგორ გაიგოთ არის თუ არა ადამიანი თქვენი სულიერი მეგობარი?

Posted in Uncategorized on May 30, 2012 by mishossite

ამისათვის სჭიროა 3 ნუში 3 ქიშმიში რძე და თაფლი.

 

ამოიდეთ ნუში და ქიშმიში ბალიშის ქვეშ.
სანამ დაიძინებთ დალიეთ ცხელი რძე თაფლით და წადით დასაძინებლად. თუ გაინტერესებთ არის თუ არა ადამიანი თქვენი სულიერი მეგობარი ის ტვითინ გეტყვით სიზმარში. ამიტომ სანამ დაგეძინებათ იფიქრეთ იმ ადამიანზე და დილით გეცოდინებათ არის თუ არა ისე ტქვენი სულიერი მეგობარი.

ქართული ხალხური შელოცვები

Posted in Uncategorized on May 28, 2012 by mishossite

Image„მაგია! ამ სიტყვის მხოლოდ წარმოთქმაც საკმარისია, რომ თვალწინ ის ფარდა დაგვიდგეს, რომლის მიღმაც ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცული სამყაროა მიმალული. მათთვისაც კი, ვისთვისაც უცხოა ლტოლვა რაიმე ოკულტურისადმი, ვისაც არ იზიდავს `ეზოთერული ჭეშმარიტების~ ყალბ მარგალიტთა ბრწყინვალება, ვისთვისაც უცნობია თანამედროვეობაში მოდის კარნახით გაღვივებული მწველი ინტერესი იმ ნახევრად გასაგები არყოფნიდან აღზევებული ძველი რწმენებისა და კულტურების მიმართ, რომლებმაც ახლა სხვადასხვა `თეოსოფიების~, `სპირიტიზმების~ ან `სპირიტუალიზმების~, სხვადასხვა ფსევდომეცნიერული სწავლებების, `ლოგიებისა~ და `იზმების~ სახელები შეიძინა; მათთვისაც კი, ვისთვისაც მეცნიერული აზროვნების სიცხადეა დამახასიათებელი, სიტყვა `მაგიას~ განსაკუთრებული ხიბლი ახლავს. ეს შეიძლება გარკვეულწილად მაგიაში პირველყოფილი ადამიანების უმნიშვნელოვანესი მისწრაფებებისა და მათი სიბრძნის რაიმე კვინტესენციის ძიების იმედით აიხსნას _ ამგვარი ცოდნის ფასეულობაში დაეჭვება შეუძლებელია, როგორიც არ უნდა იყოს მისი შინაარსი.“

ასე იწყებს მის ნაშრომს „მაგია, მეცნიერება და რელიგია“ ბრონისლაც მალინოვსკი, ალბათ ამ ციტატის წაკითხვის შემდეგ უფრო გაგიმძაფრდათ ის ინტერესი და ფარული შიში რომელიც აქამდე გქონდათ მაგიისადმი მაგრამ მაგია ყოველთვის საშიში არ მგონია ვინაიდან დღეს ვისაუბრებ ქართულ „მაგიაზე“ (შეიძლება „მაგია“ ხმამაღალი ნათქამია) ანუ ქართულ ხალხურ შელოცვებზე რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და უფრო უსაფრთხო და „სახალისოა“ ვიდრე აბორიგენული მაგია ან ნებისმიერი შავი მაგიის შელოცვები.
დიდი ხანია დაინტერესებული ვარ ხალხური ზეპირსიტყვიერებით და ვცდილობ უფრო მეტი რამ გავიგო ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერების შესახებ, ამ ძებნის დროს ვიპოვე საინტერესო შელოცვები რომლებიც დიდი ბებიისგან მსმენია და კარგა ხნის გადავიწყებული მქონდა. ყველა ადამიანს აქვს მიდრეკილება და ინტერესი (ცოტა მაინც) რაღაც მისტიკურისკენ, ამოუცნობისკენ და მეც ასეთ ადამიანთა რიგს მივეკუთვნები, დიდი ხანია ვცდილობ გავეცნო სხვადასხვა ქვეყნისა შელოცვებსა და რიტუალებს და მრავალი საინტერესო შელოცვა მინახავს როგორც ორიგინალში ასევე ქართულად ნათარგმნი უმეტესწილად უცხოურ და ცოტა საშიშ შელოცვებში ფიგურირებს სიტყვები „დემონი“, „სული“ და ა.შ. მაგრამ ქართულ შელოცვებში დომინირებს სიტყვები „უფალი“, „ღვთისმშობელი“ და სხვადასხვა ბიბლიური პერსონაჟები რაც ხაზს უსვამს მათ „უვნებლობასა“ და მაინც დამოკიდებულებას რელიგიაზე. ყველაზე საინტერესო შელოცვა რომელიც მსმენია ეს არის შელოცვა თვალზე რომელიც ასე ჟღერს:

შაგილოცავ თვალისასა,
პირველ ჩემი თავისასა,
შინაურსა, გარეულსა,
ვინც ავ თალით გიყურებდნენ,
სამი მუჭა ნემს-მახათი
იმათ თვალში სახლართი.

კიდევ უამრავი შელოცვაა მაგრამ საინტერესოები ამოვარჩიე და ნახეთ:

სურდოს შელოცვა:
სურდო მეწვია სადილათ,
რა მივართვა საჭმელათ?
ანკალი-ბანკალი
დათვი დამპალი
დაუკარით ტაში
გააგდეთ კარში
[სამჯერ]

შეშინებულის ლოცვა

ალისასა, მალისასა,
შაგილოცავ გულისასა.
გულო, დადეგ ალაგასა,
გულო, გულის ალაგასა.
გულო, რამ შაგაშინაო? –
ელვამ შაგაშინაო,
ჭექამ შაგაშინაო,
ნადირმა შაგაშინაო,
კაცმა შაგაშინაო,
თუ რამაც შაგაშინაო.
წყალი მიდგება-მოდგება,
თავის ნადგომზე დადგება.
გულო, დადეგ ალაგასა,
გულო, გულის ალაგასა.

ქარის ლოცვა

პირველ ვარ დედისა,
წამალი ვარ ქარისა.
ქარო, ქვის ქვეშ,
ქვა – ქოთან ქვეშ,
ჩადგა ვირი, უუუუ!..

სატანიზმი _ საფუძვლები, წესები, ცოდვები.

Posted in Uncategorized on May 27, 2012 by mishossite

Imageსატანიზმის საფუძვლები

  1. სატანა განასახიერებს წაქეზებას ნაცვლად თავშეკავებულობისა.
  2. სატანა განასახიერებს ცხოვრებისეულ ყოფას ნაცვლად სულიერი ილუზიებისა.
  3. სატანა განასახიერებს შეუბღალავ სიბრძნეს, ნაცვლად ფარისევლურად თავის მოტყუებისა.
  4. სატანა განასახიერებს სიყვარულს მათთვის ვინც ამას იმსახურებს, ნაცვლად მლიქვნელებზე დახარჯული სიყვარულისა.
  5. სატანა გასანსახიერებს შურისძიებას ნაცვლად მეორე ლოყის მიშვერისა.
  6. სატანა განასახიერებს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობიანების მიმართ, ნაცვლად ფსიქიკურ ვამპირებზე ზრუნვისა.
  7. სატანისთვის ადამიანი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლდ მორიგ ცხოველს, რომელიც ზოგჯერ უკეთესი, ხოლო უმეტეს შემთხვევაში კი იმათზე უარესია რომლებიც ოთხ ფეხზე დადიან, რომელიც თავისი “განვითარების, სულიერების და ინტელექტის” ხარჯზე ყველაზე ცოდვილ ცხოველად იქცა.
  8. სატანა წარმოადგენს ყველა ე.წ. ცოდვას, თუ მათ ფიზიკური, გონებრივი, ან ემოციონალური სიამოვნება მოაქვთ.
  9. სატანა ეკლესიისათვის საუკეთესო მეგობარი იყო, რადგან ის, მთელი ამ წლების განმავლობაში, ხელს უწყობდა მათ ბიზნესს.

დედამიწაზე ცხოვრების 11 სატანისტური წესი

  1. ნუ დააფიქსირებ საკუთარ მოსაზრებას და ნურავის მისცემ რჩევას, თუ შენთვის არ უთხოვინათ ამის გაკეთება.
  2. ნუ მოუყვები სხვებს საკუთარი უსიამოვნებების შესახებ, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მათ ამის მოსმენა უნდათ.
  3. სხვის ბუნაგში ყოფნისას, მეპატრონეს პატივი ეცი, თუ არა და იქ მეტი ნუღარ გამოჩნდები.
  4. თუ სტუმარი შენს ბუნაგში გაჯავრებს, გაუსწორდი მას სასტიკად და უმოწყალოდ.
  5. ნუ გააკეთებ სექსუალურ ავანსებს, თუ საამისო მიპატიჟების სიგნალი არ მიგიღია.
  6. ნუ აიღებ იმას, რაც შენ არ გეკუთვნის, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ეს ნივთი მის პატრონს ტვირთად აწევს და მის თავიდან მოშორებას ლამობს.
  7. ნუ უარყოფ მაგიის ძალას თუ შენ ის წარმატებით გამოიყენე, თუ წარმატების შემთხვევაში, შენ მაგიას უარყოფ, წაგერთმევა ყველაფერი რასაც მიაღწიე.
  8. ნუ დაიწყებ იმაზე ჩივილს, რაც შენ არ გეხება.
  9. პატარა ბავშვებს ნურაფერს დაუშავებ.
  10. არ მოკლა არაადამიანური წარმოშობის ცხოველები, თუ ისინი არ დაგესხნენ თავს, ან საჭმელად არ გჭირდება.
  11. გაშლილ ადგილას სიარულისას, ნურავის შეაწუხებ. თუ ვინმე გაწუხებს, სთხოვე რომ გაჩერდეს, თუ არ გაჩერდა _ გაანადგურე.

სატანისტური ცოდვები

სატანისტური “ცოდვები”, უფრო სწორად კი თვისებები, რომელიც არ უნდა გააჩნდეს სატანისტს არის:

  1. სისულელე.
  2. პრეტენზიულობა.
  3. სოლიფსიზმი.
  4. საკუთარი თავის მოტყუება.
  5. ჯოგური კონფორიზმი.
  6. შეხედულებების ფართე არეალის არქონა.
  7. წინა თაობების გამოცდილების არცოდნა.
  8. კონტრპროდუქციული სიამაყე.
  9. არაესთეტიურობა.

წყარო:ucnauri.com

ჩუპაკაბრა

Posted in Uncategorized on May 27, 2012 by mishossite

Imageსახელი ჩუპაკაბრა მოდის სიტყვებიდან „chupar“ — წოვა და „cabra“ — თხა. ჩუპაკაბრა ეწოდება იმ ლეგენდარულ ცხოველს, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობს. ეს ცხოველი შემჩნეული ჰყავთ პუერტო–რიკოში, მექსიკაში, შეერთებულ შტატებში, ყველაზე ხშირად კი ლათინური ამერიკის დასახლებებში. სახელი იმის გამო უწოდეს, რომ ის სისხლს წოვს ცხოველებს, განსაკუთრებით თხებს. გლეხების აღწერილობით, ჩუპაკაბრა ეს არის საშუალო ზომის ცხოველი, რომელსაც მთელ ზურგზე ხერხემლის ძვლები აქვს ამოზნექილი. ბიოლოგები ჯერჯერობით თვლიან, რომ ჩუპაკაბრა მხოლოდ მითია.

შემთხვევები

პირველი ცნობა ჩუპაკაბრას შესახებ გავრცელდა 1995 წლის მარტში. ობამების ოჯახმა დილით მათი 8 ცხვარი მკვდარი იპოვეს. სამს მკერდზე ჰქონდა ნახვრეტები და სისხლისგან იყვნენ დაცლილები. აგვისტოში, პუერტო–რიკოს ქალაქ კანოვანასში, მოქალაქე მედლინ ტორენტინომ განაცხადა, რომ ერთ–ერთი ფერმის ეზოში უცნაური არსება დაინახა, ეზოში კი 150–მდე მკვდარი ცხოველი ეყარა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა 1975 წელს ქალაქ მოკაში და ამ არსებას ადგილობრივებმა „მოკას ვამპირი“ უწოდეს. თავიდან იფიქრეს, რომ ცხოველების დახოცვა რომელიმე სატანურ რიტუალს უკავშირდებოდა, შემდეგ ასეთი შემთხვევები გახშირდა და ბევრი ფერმერი ჩიოდა საქონლის დანაკარგის შესახებ. ყველა მსხვერპლს ნახვრეტები ჰქონდა სხეულზე და სისხლისგან იყო დაცლილი.

პუერტო–რიკოს შემდეგ იგივე ამბები დატრიალდა დომენიკის რესპუბლიკაში, არგენტინაში, ბოლივიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, ჰონდურასში, სალვადორში, ნიკარაგუაში, პანამაში, პერუში, ბრაზილიაში, აშშ–ში და მექსიკაში. 2004 წლის ივლისში, სან ანტონიოში, ტეხასში, რანჩოს მეპატრონემ შენიშნა, რომ ფერმაში მტაცებელი იყო შემოპარული და მოკლა. ცხოველს „ელმენდორფის ურჩხული“ უწოდეს. კალიფორნიის უნივერსიტეტმა DNM–ის ანალიზის მიხედვით ივარაუდა, რომ ეს კოიოტის უცნობი ჯიში იყო, რომელსაც მუნი სჭირდა. 2004 წლის ოქტომბერში იმავე ადგილას ორი გატყავებული ცხოველი იპოვეს. ტეხასელმა ბიოლოგებმა ნიმუშები აიღეს და დაადგინეს, რომ ესენიც იმავე ჯიშის ცხოველისგან იყვნენ დახოცილები.

2006 წლის აპრილში „MosNews“–მა განაცხადა, რომ ჩუპაკაბრა რუსეთშიც გამოჩნდა. მისი მსხვერპლის შესახებ ცნობები მოსკოვს 2005 წლის მარტიდან მიეწოდებოდა. ჩუპაკაბრას ანგარიშზე რუსეთში 32 ინდაური და 30 ცხვარი ირიცხებოდა.

2006 წელს აშშ–ში, ადგილობრივმა მოქალაქემ მანქანის მიერ გაჭყლეტილი ცხოველი იპოვა, რომელიც ძაღლს ჰგავდა, მაგრამ ის დაეჭვდა, რადგან ნაპოვნ არსებას დიდი ეშვები ჰქონდა და ლაბორატორიაში წაიღო. იქ ანალიზმა დაადგინა, რომ ის არც ძაღლი იყო და არც მგელი. ის რაღაცით ჩაუ–ჩაუს მიაგავდა და რაღაცით აკიტას.

2007 წელს მაისში, კოლუმბიაში 300 სისხლისგან დაცლილი ცხვარი იპოვეს, აგვისტოში კი ტეხასის შტატში ჩუპაკაბრას მსგავსი ცხოველი აღმოაჩინეს, რომელსაც ფოტოები გადაუღეს და ანალიზზე ლაბორატორიაში გააგზავნეს. ბიოლოგებიდან ზოგმა ნაცრისფერ მელას მიამსგავსა, ზოგმა — კოიოტს. მათ განაცხადეს, რომ ამ არსებას მუნი სჭირდა და ამიტომ ჰქონდა უცნაური გარეგნობა, თუმცა ამ არსების კბილების განლაგება და მუსკულატურა არ ემთხვეოდა კოიოტისას. კანის ანალიზიც იმავეს აჩვენებდა.

2009 წლის სექტემბერში CNN–მა ეთერში გაუშვა ვიდეო, სადაც მათი განცხადებით, მკვდარი ჩუპაკაბრა იყო აღბეჭდილი. ის ადგილობრივმა სტუდენტმა აღმოაჩინა ბეღელში. მეცნიერებმა განაცხადეს რომ ეს მუტირებული კოიოტი იყო. 18 სექტემბერს ჩუპაკაბრას სხეული მუზეუმმა იყიდა.

ბოლო ცნობები ჩუპაკაბრაზე 18 იანვარს გავრცელდა ტეხასისა და კენტუკის შტატში, თუმცა ბიოლოგმა ჯენიფერ ბაროუმ განაცხადა, რომ ეს უბრალოდ უბეწვო ენოტი იყო. იგივე განაცხადეს ლაბორატორიაშიც.

აღწერილობა

უფრო ხშირად, ჩუპაკაბრას აღწერენ, როგორც ქვეწარმავლის მსგავს არსებას, რომელსაც მომწვანო–მონაცრისფრო კანი აქვს. სიმაღლეში 1–1,2 მეტრია. მისი სიარულის და ხტუნვის მანერა მიაგავს კენგურუსას. ერთ–ერთი გადმოცემით, მას შეუძლია 6 მეტრზე ახტეს. სახე და ცხვირი ძაღლს მიუგავს, ენა ხვლიკივით გაყოფილი აქვს, გახსნილი პირიდან კი დიდი ეშვები უჩანს. როცა საფრთხეს გრძნობს, ყივილს იწყებს ან შიშინის მაგვარ ხმას გამოსცემს, მისი თვალები კი წითლდება. ვინც მის სიახლოვესაა, ამ დროს გულისრევის შეგრძნება ეწყება. მას არ აქვს ყურები და ბალანი.

 

წყარო: gothiclibrary.xtgem.com

გიგასის კოდექსი „ეშმაკის ბიბლია“

Posted in Uncategorized on May 27, 2012 by mishossite

Imageეს არის ყველაზე დიდი და საიდუმლოებით მოცული ხელნაწერი წიგნი მსოფლიოში. იგი იწონის 75 კილოგრამს. ხის მასალის ყდაში ჩასმული 310 ფურცელი დამზადებულია 160 ვირის ტყავისაგან. წიგნი დაწერილია ლათინურ ენაზე და შეიცავს ახალ და ძველ აღთქმას, იესოს სიბრძნეს, ებრაელთა ომებს, ბიბლიური თუ სხვა პერსონაჟების ცხოვრების აღწერილობებს, მონასტრის კანონებს, ყველაფერს, სამკურნალო რჩევებიდან დაწყებული, მაგიური ფორმულებითა და ოკულტური შელოცვებით დამთავრებული. სწორედ ამ წიგნშია მოცემული ეგზორცისტული სეანსების დროს გამოყენებული შელოცვები, როდესაც შეპყრობილ ადამიანთა სხულიდან ბოროტ სულებს დევნიან. თუმცა, ეს ჩვეულებრივი ფაქტებია. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მე–13–ე საუკუნეში, როდესაც ხელნაწერია შექმნილი, წიგნის შექმნაში მონაწილეობდა რამდენიმე გადამწერი, მხატვარი, ამკინძავი და თვით პროცესი თვეების და წლების განმავლობაშიც კი იწელებოდა. მაშ, რამ დააინტერესა მეცნიერები, რომლებიც სამი დღის განმავლობაში (სამდღიანი ნებართვის მიღება შვედეთის სამეფო ბიბლიოთეკიდან, სადაც ამჟამად წიგნი მდებარეობს, საკმაოდ რთულია) დაწვრილებით შეისწავლიდნენ ხელნაწერს. არსებობს მითი წიგნის შექმნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მე–13–ე საუკუნეში ბოჰემიის ბენედიქტის მონასტრის ერთ–ერთ განდეგილ ბერს ჰერმანს მიესაჯა სიკვდილი საშინელი ცოდვის გამო, რომელიც ლეგენდაში გასაიდუმლოებულია. ბერი ემუდარებოდა წინამძღვარს, შეენარჩუნებინა მისთვის სიცოცხლე და სანაცვლოდ იგი დაწერდა წიგნს ერთ ღამეში, რომელიც სახელს გაუთქვამდა მონასტერს. მას ნება დართეს, გაეკეთებინა დაპირებული. მეორე დილით კი ან წიგნს ჩაიბარებდნენ, ან მის სიცოცხლეს. სასოწარკვეთილი ბერი წერას შეუდგა, მაგრამ რამდენიმე საათში მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო დილამდე დაემთავრებინა სამუშაო. და მაშინ, მან აღავლინა ლოცვა არა ღმერთის, არამედ დაცემული ანგელოზის მიმართ… მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა ხელნაწერი და აღმოჩნდა, რომ იგი დაწერილია ერთი და იმავე მელნით. მეტიც, არ მოიძებნა არც ერთი მექანიკური თუ ორთოგრაფიული შეცდომა, არსად არ არის შეცვლილი ასოების გრაფიკული მოხაზულობა, ანუ მთელი ხელნაწერი ერთგვაროვანია, რის გამოც გამორიცხულია, რომ იგი სხვადასხვა ადამიანს დაეწერა, ანუ გამოდის, რომ მთელი წიგნი მართლაც ერთი პიროვნების მიერ არის შექმნილი. თუმცა, ასეთი მასიური წიგნის დაწერას ათწლეულები დასჭირდებოდა. ამ დროის მანძილზე კი დამწერს აუცილებლად უნდა შეცვლოდა კალიგრაფია, დაქვეითებოდა მხედველობა, სახსრების ტკივილსა და ხელის კანკალსგან ასოებიც უნდა შეცვლილიყვნენ, თუმცა არაფერი ამის მსგავსი ხელნაწერს არ ეტყობა. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ წიგნი ერთმა ადამიანმა დაწერა, მან ეს არაადამიანურად მოკლე დროში მოახერხა. მეცნიერების ეს დასკვნა ორ კითხვას ბადებს: რით მთავრდება ლეგენდა? ვინ დაწერა გიგასის კოდექსი?